რა განსხვავებაა ფიზიკურ SIM ბარათსა და eSIM-ს შორის?
დღესდღეობით ტურისტების უმეტესობა სამოგზაუროდ ელექტრონულ eSIM ბარათებს იყენებს. ალბათ, როუმინგ ინტერნეტზე შენც გსმენია. მობილური ოპერატორები აბონენტებს ორ ალტერნატივას სთავაზობენ - შეგიძლია, აირჩიო ფიზიკური SIM ბარათი ან ელექტრონული eSIM. რა განსხვავებაა მათ შორის და რომელი ერგება უკეთ შენს საჭიროებებს? თუ საზღვარგარეთ წასვლას გეგმავ და მობილური ინტერნეტის შეძენა გსურს, მაშინ ეს სტატია სწორედ შენთვისაა. დღეს როუმინგ ინტერნეტის შესახებ მოგიყვებით და გასწავლით, როგორ შეგიძლია გახადო სამოგზაუროდ გატარებული დღეები უფრო სასიამოვნო ინტერნეტთან უწყვეტი კავშირის დახმარებით.
რა არის ელექტრონული eSIM ბარათი?
ფიზიკური SIM ბარათისგან განსხვავებით, eSIM მცირე ზომის ჩიპია, რომელიც ტელეფონის სქემაშია ჩაშენებული. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელი არჩევანია საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს, რადგან მობილურზე მონაცემთა გადაცემის სერვისის მოსაწოდებლად ელექტრონული ბარათი პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს, შესაბამისად, შეგიძლია, უფრო ხშირად და მარტივად შეცვალო ოპერატორები. მოგზაურობის დროს შენი ძირითადი SIM-ბარათი გამოირთვება (იმ შემთხვევაში, თუ ორი SIM-ის რეჟიმში არ გამოიყენებ). სახლში დაბრუნებისთანავე კი აღადგენ ძირითად SIm-ბარათს.
ერთადერთი, რაც eSIM-ის გასააქტიურებლად არის საჭირო, უნდა დარწმუნდე, რომ შენს ტელეფონს eSIM-ის მხარდაჭერა აქვს. ამისთვის მოგიწევს, შეამოწმო, შენი მობილურის პარამეტრებში თუ იძებნება add eSIM. ეს ნიშნავს, რომ სმარტფონს აქვს eSIM-ის მხარდაჭერა. გაითვალისწინე, რომ მობილურის მოდელის გარდა, მნიშვნელობა აქვს მწარმოებელ ქვეყანასაც.
ძირითადი განმასხვავებელი ფაქტორები ფიზიკურ და ელექტრონულ ბარათებს შორის
მოგზაურობის დროს eSIM-ს ფიზიკურ SIM ბარათებთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა აქვს:
- ფიზიკური ბარათისგან განსხვავებით, შეგიძლია, ულიმიტო eSIM-ების გააქტიურება.
- რადგან ფიზიკურ ბარათთან შედარებით eSIM-ი გაცილებით მცირე ზომისაა, მწარმოებლებს საშუალება აქვთ, ამის ხარჯზე ტელეფონის სხვა ნაწილების (მაგ. ელემენტის) ზომა გაზარდონ, რაც უკეთესი მონაცემების მობილური ტელეფონის წარმოების შესაძლებლობას იძლევა.
- eSIM-ის გააქტიურება მარტივად ხდება. ამისთვის ტელეფონის დაშლა, ბარათის ამოღება და ახალი SIM-ის ჩასმა აღარ დაგჭირდება.
რომელია შენთვის უკეთესი ალტერნატივა?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღესდღეობით აბონენტების უმეტესობა უპირატესობას eSIM-ს ანიჭებს. ამის რამდენიმე მიზეზი შეგვიძლია დავასახელოთ. უმთავრესი კი გააქტიურების მარტივი გზაა. eSIM-ის ჩართვა მობილური ოპერატორის საიტზე ან აპლიკაციიდან შეგიძლია. მომხმარებლების დიდი ნაწილი სწორედ ამიტომ ირჩევს ელექტრონულ ბარათს. თუ ჯერ კიდევ ფიქრობ, რომელია შენთვის ოპტიმალური ვარიანტი, პირველ რიგში, შეამოწმე, აქვს, თუ არა შენს ტელეფონს eSIM-ის მხარდაჭერა. მას შემდეგ კი გადაწყვეტილება თავისუფლად შეგიძლია მიიღო. მთავარი შენი პრეფერენციებია.
შეჯამება
მოგზაურობისას ინტერნეტთან წვდომა უამრავ სიტუაციაში შეიძლება დაგჭირდეს - ნავიგაციის მიზნით, საყვარელ ადამიანებს რომ დაუკავშირდე, შთაბეჭდილებები მოუყვე და მოისმინო, თავად რას საქმიანობენ, სოციალურ ქსელში (Instagram, Facebook, TikTok და ა.შ.) შენი მეგობრებისა და გამომწერებისთვის სიახლეების გასაზიარებლად, უცხო ენაზე კომუნიკაციის გასამარტივებლად და ა.შ. მობილური ოპერატორები ორ ვარიანტს გთავაზობენ. შეგიძლია, შეიძინო ფიზიკური SIM ბარათი ან ელექტრონული eSIM. eSIM თანამედროვე და მოსახერხებელი ალტერნატივაა. არჩევანის გაკეთებისას მნიშვნელოვანია, გაითვალისწინო შენი პრიორიტეტები და დარწმუნდე, რომ შენს ტელეფონს eSIM-ის მხარდაჭერა აქვს. საბოლოო გადაწყვეტილება შენზეა დამოკიდებული.