რა დაგიჯდებათ სტარლინკის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის საქართველოში დაყენება

01-11-2023
გიორგი ზ.
Aa

როგორც ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაადასტურა, სტარლინკის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია.

სტარლინკი ეს არის დედამიწის ორბიტაზე გაშვებული ათასობით თანამგზავრის ერთობაა.

ამ თანამგზავრების მეშვეობით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიღება პლანეტის ნებისმიერ წერტილში შესაძლებელია, იქნება ეს მაღალმთიანი რეგიონი, შუა ოკეანე თუ სხვა.

პროექტზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და პირველი პროტოტიპი 2018 წელს გაემგზავრა კოსმოსში. დღეის მონაცემებით ორბიტაზე 2700-ზე მეტი Starlink-ის თანამგზავრია და მისი ინტერნეტი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია.

სტარლინკის ინტერნეტის სიჩქარე დაახლოებით 50-150 Mbps-ს შორის მერყეობს, რითიც მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია.

ამის მიუხედავად, მისი დაყენება და გამოყენება არც თუ ისე იაფი სიამოვნებაა.

სტარლინკის მოწყობილობის ღირებულება ოფიციალურ ვებ-გვერდზე 1780 ლარია, ყოველთვიური მომსახურება კი 160 ლარი ჯდება. თუ ამას ნივთის გამოგზავნისა და მომსახურების საკომისიოსაც დავუმატებთ, ეს კიდევ დამატებითი 235 ლარია.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები