რუსეთის იერიშის შედეგად კიევში დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

29-08-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

რუსეთის იერიშის შედეგად კიევში დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა. ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ამ დრომდე ხალხია. დაღუპულთა შორის ოთხი ბავშვია. დაშავებულია 52 ადამიანი, – ამის შესახებ კიევის სამხედრო საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტიმურ ტკაჩენკო აცხადებს.

მისივე თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში ათამდე ადამიანია.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განახლებული მონაცემებით, რუსეთის იერიშის შედეგად კიევში დაზიანდა 225 საცხოვრებელი შენობა, ასევე დაზიანდა საბავშვო ბაღები, ავტოფარეხები.

როგორც საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, დედაქალაქის ყველა რაიონში არის დაზიანება. ასევე, ზიანი მიადგა უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციის შენობას, დაზიანდ


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები