ცნობილია, რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ ტრამპმა და პუტინმა შეხვედრისას
ჟურნალისტი ნანა საჯაია წერს:
ტრამპიც და პუტინიც ანკორიჯში დილით ჩაფრინდებიან;
* ორივე სამხედრო ბაზაზე;
* პუტინის თვითმფრინავს ველოდებით დილის 11:00-ზე ალასკის დროით (თბილისში ღამის 23:00);
* ტრამპი პუტინს ხვდება თვითმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე (ტრაპთან);
* შეხვედრა იწყება 11:30-ზე (თბილისში 23:30);
* დახურულ შეხვედრაზე შესვლამდე იქნება SPRAY, მისალმება და მოკლე კომენტარები. Spray-ის დრო განსაზღვრული არა არის, შეიძლება 5 წუთში მორჩეს და შეიძლება საათამდე გაგრძელდეს. მაგალითად, 28 თებერვალს რაც ვნახეთ, ზელენსკისთან, ისიც spray იყო და 50 წუთს გაგრძელდა;
* ამის შემდეგ იწყება დელეგაციების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა;
* ხანგრძლივობა წინასწარ განსაზღვრული არ არის;
* შეხვედრის შემდეგ არ იგეგმება ერთობლივი პრეს-კონფერენფია;
* შეხვედრის დამთავრების შემდეგ, ტრამპი რეკავს კიევში და შემდეგ ევროპაში (ჯერ არ ვიცით რომელ ლიდერებთან);
* ალასკის დროით 3:30-ზე, ტრამპი მართავს პრეს-კონფერენციას;
* ყველაფერი ხდება სამხედრო ბაზაზე.