წყვილი ახალშობილი შვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს - ბავშვი ტყეში, სასტიკ პირობებში ჰყავდათ - გახმაურებული საქმის დეტალები

16-07-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ბრი­ტა­ნეთ­ში კონ­სტანს მარ­ტენ­სი და მისი პარტნი­ო­რი მარკ გორ­დო­ნი თა­ვი­ან­თი ახალ­შო­ბი­ლი ქა­ლიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს. მე­დი­იც ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვილს 10-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

ყვე­ლა­ფე­რი 2023 წლის იან­ვარ­ში მოხ­და - ქალი მე­ხუ­თე შვილ­ზე იყო ორ­სუ­ლად, და­ნარ­ჩე­ნი ოთხი ბავ­შვი სო­ცი­ა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა წა­იყ­ვა­ნა, რად­გან მშობ­ლებს ისი­ნი არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებ­ში ჰყავ­დათ და არა­სა­თა­ნა­დოდ ექ­ცე­ოდ­ნენ. იმის ში­შით, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი მე­ხუ­თე ბავ­შვსაც წა­იყ­ვან­და კონ­სტან­სი და მარ­კი გა­იქ­ცნენ და ბავ­შვი ტყე­ში, ურ­თუ­ლეს პი­რო­ბებ­ში და­ი­ბა­და. და­ბა­დე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი გარ­და­იც­ვა­ლა.

ახალ­შო­ბი­ლის ცხე­და­რი წყვი­ლის და­კა­ვე­ბი­დან ორ დღე­ში, ბრა­ი­ტონ­ში, ნაგ­ვის პარკში აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

წყვი­ლი 54 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმა­ლე­ბო­და მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით – თავს არი­დებ­დნენ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, არ იყე­ნებ­დნენ სა­ბან­კო ბა­რა­თებს.

ისი­ნი ცხოვ­რობ­დნენ კა­რავ­ში, უკი­დუ­რეს სი­ცი­ვე­ში. ახალ­შო­ბილს კი მხო­ლოდ თხე­ლი მა­ი­სუ­რი ეცვა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ბავ­შვი ჰი­პო­თერ­მი­ით გარ­და­იც­ვა­ლა ან და­იხ­რჩო, რო­დე­საც კონ­სტან­სმა ძილ­ში გულ­ზე მი­ი­ხუ­ტა.

სა­სა­მარ­თლომ წყვი­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო უკი­დუ­რე­სი და­უ­დევ­რო­ბით ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბა­ში. ასე­ვე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლა­ში, ბავ­შვის და­ბა­დე­ბის და­მალ­ვა­სა და ბავ­შვი­სად­მი სას­ტიკ მო­პყრო­ბა­ში.

კონ­სტანს მარ­ტენ­სი ბრი­ტა­ნე­თის არის­ტოკ­რა­ტუ­ლი წრი­დან, გავ­ლე­ნი­ა­ნი ოჯა­ხი­და­ნაა. სა­სა­მარ­თლო­ზე მან თქვა, რომ ოჯახ­ში მას სა­მარ­ცხვი­ნოდ თვლიდ­ნენ და "სი­ცო­ცხლეს უმ­წა­რებ­დნენ".

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვილ­მა ურ­თი­ერ­თო­ბა ათი წლის წინ და­ი­წყო. სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის დას­კვნით, მათი შვი­ლე­ბი ცხოვ­რობ­დნენ მავ­ნე გა­რე­მო­ში. მარკ გორ­დო­ნის წარ­სუ­ლი (მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი – თი­ნე­ი­ჯე­რო­ბი­სას ჩა­დე­ნი­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა აშშ-ში) და წყვი­ლის ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა სე­რი­ო­ზულ რის­კად ით­ვლე­ბო­და.

კონ­სტანს მარ­ტე­ნი თვლის, რომ მისი შვი­ლე­ბი "სა­ხელ­მწი­ფომ მო­ი­პა­რა“, ხოლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი კი­თხვებს სვამს სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის მუ­შა­ო­ბის მე­თო­დებ­ზე, რო­გორც ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის, ისე ოჯა­ხუ­რი დრა­მე­ბის ხე­ლა­ხა­ლი ტრავ­მა­ტი­ზა­ცი­ის მხრივ.

სა­სა­მარ­თლომ გა­ნა­ცხა­და, რომ წყვი­ლის პი­რა­დი ეგო­ის­ტუ­რი სურ­ვი­ლე­ბი და თავ­დას­ხმა სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მა­ზე გახ­და უდა­ნა­შა­უ­ლო ბავ­შვის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი.

ვინ არის კონ­სტანს მარ­ტენ­სი?

კონ­სტანს მარ­ტე­ნი არის ბრი­ტა­ნე­თის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და გავ­ლე­ნი­ა­ნი არის­ტოკ­რა­ტუ­ლი ოჯა­ხი­დან. მისი მამა კრის­ტო­ფერ მარ­ტენ­სი ოფი­ლი ჯა­რის­კა­ცი და ეშ­ტო­ნის სა­სახ­ლის მფლო­ბე­ლია. ოჯახს აქვს მჭიდ­რო კავ­ში­რი სა­მე­ფო ოჯახ­თან.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები