სინოპტიკოსები განახლებულ ამინდის პროგნოზს აქვეყნებენ
9 სექტემბერიდან 14 სექტემბრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე გამოიწვიოს წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები