დღეს პირველად მოვამზადე სკუმბრია გოგრისა და კარტოფილის გარნირით, და უნდა ვთქვა, რომ უგემრიელესი გამოვიდა
ინგრედიენტები
სკუმბრია - 1 ცალი, მოზრდილი
ყვითელი კოჭა - 1 ჩკ
სოიოს სოუსი - 1 სკ
ლიმონის წვენი - 1 სკ
მარილი
ზეთი
პიურე
კარტოფილის პიურე - 500 გ
გოგრის პიურე - 500 გ
კვერცხი - 1 ცალი
ფქვილი - 2 სკ
კარაქი - 1 სკ
მარილი და პილპილი
მომზადების წესი
თევზი გავასუფთავოთ, თავი მოვაშოროთ. დანარჩენი დავჭრათ 6 ნაწილად. თევზისთვის განკუთვნილი დანარჩენი ინგრედიენტები ავურიოთ და მასში მოვათავსოთ თევზის ნაჭრები 10 წუთით. ამასობაში მოვამზადოთ პიურე: ორივე სახის პიურე ავურიოთ, დავუმატოთ სანელებლები, ფქვილი და კვერცხი, მასა საკონდიტრო ტომრით მოვათავსოთ ქაღალდდაფენილ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ ზემოდან დაიბრაწება. თევზის ნაჭრები მარინადიდან ამოვიღოთ და ყველა მხრიდან შევწვათ ზეთში, მაღალ ცეცხლზე. მზა სკუმბრიას გვერდით მოვუწყოთ მომზადებული პიურე. უხდება პამიდვრის საწებელი.