ილონ მასკმაც დაადასტურა - სტარლინკის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი უკვე საქართველოშია!

01-11-2023
გიორგი ზ.
Aa

საქართველოს მოსახლეობას სტარლინკის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის გამოყენება უკვე შეუძლია, ინფორმაციას ილონ მასკი ადასტურებს.

გავლენიანმა ბიზნესმენმა აღნიშნული ინფორმაცია საკუთარ სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა.

სტარლინკის ინტერნეტი ხელმისაწვდომია სრულიად საქართველოში, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

სტარლინკიი დედამიწის ორბიტაზე გაშვებული ათასობით თანამგზავრის ერთობაა. ამ თანამგზავრების მეშვეობით კომპანია ცდილობს მაღალხარისხიანი ინტერნეტი პლანეტის ნებისმიერ წერტილში იყოს ხელმისაწვდომი.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები