მეცნიერების საგანგაშო პროგნოზი - ალპებში მყინვარების დნობა შეუქცევად პროცესად იქცა

27-06-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

შვე­ი­ცა­რი­ის მყინ­ვა­რე­ბის სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­იკ­ვე­თა, რო­დე­საც შვე­ი­ცა­რი­ა­შო ალ­პუ­რი მთი­დან ჩა­მო­წო­ლილ­მა მე­წყერ­მა სო­ფე­ლი ბლა­ტე­ნი ნა­წი­ლობ­რივ გა­ა­ნად­გუ­რა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სოფ­ლის ევა­კუ­ა­ცია რამ­დე­ნი­მე დღის წინ გან­ხორ­ცი­ელ­და საფრ­თხის გამო, რომ მყინ­ვა­რი ბირ­ჩი იშ­ლე­ბო­და - მწვერ­ვა­ლი. რო­მე­ლიც კლდის მა­სას იკა­ვებ­და, იმ­დე­ნად და­სუს­ტდა, რომ დამ­ცა­ვი ბა­რი­ე­რის ფუნ­ქცია ვე­ღარ შე­ას­რუ­ლა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შვე­ი­ცა­რი­ის მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 170 წლის წინ შე­ნიშ­ნეს. თუმ­ცა, 1980-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, პრო­ცე­სი დაჩ­ქარ­და და ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, 2022 - 2023 წლე­ბი ამ მხრივ ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო იყო.

აშშ-ში, პენ­სილ­ვა­ნი­ის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გე­ო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა პრო­ფე­სორ­მა და გლა­ცი­ო­ლოგ­მა რი­ჩარდ ალიმ აღ­ნიშ­ნა, რომ მყინ­ვა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა აქვს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ზე, თევ­ზჭე­რა­ზე, სას­მე­ლი წყლის მა­რაგ­სა და სა­სა­ზღვრო და­ძა­ბუ­ლო­ბა­ზე, რო­დე­საც საქ­მე ტრანსსა­სა­ზღვრო მდი­ნა­რე­ებს ეხე­ბა. მსოფ­ლი­ო­ში წე­ლი­წად­ში სა­შუ­ა­ლოდ 273 მი­ლი­არ­დი ტონა ყი­ნუ­ლი იკარ­გე­ბა. მკვლე­ვარ­თა გან­ცხა­დე­ბით, ეს წყა­ლი დე­და­მი­წის მო­სახ­ლე­ო­ბას 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეყო­ფო­და.

შვე­ი­ცა­რი­ის მყინ­ვა­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ უახ­ლე­სი ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, გლო­ბა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა კი­დევ 1.5 გრა­დუს ცელ­სი­უს­ზე მე­ტით თუ მო­ი­მა­ტებს, მყინ­ვა­რე­ბი, შე­საძ­ლოა, ერთ სა­უ­კუ­ნე­ში გაქ­რეს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები