სოლანას memecoin-ები და კრიპტო ციებ-ცხელება
H1: რა არის კრიპტოვალუტა სოლანა?
სოლანა (SOL) არის მაღალი ეფექტურობის მქონე კრიპტოვალუტა, რომელსაც სხვა ციფრული აქტივებიდან დიდი სისწრაფე და საკმაოდ დაბალი საკომისიოები გამოარჩევს.
სოლანა შექმნილია დეცენტრალიზებული აპლიკაციების (dApss) და კრიპტოვალუტების სამუშაო პროცესის გასამარტივებლად. კრიპტოვალუტა იყენებს უნიკალურ ჰიბრიდულ კონსენსუსის მოდელს, რომელიც აერთიანებს Proof of History-სა და Proof of Stake-ის მექანიზმებს.
თავად კრიპტოვალუტა სოლანა კი, გამოიყენება როგორც საგადახდო, ასევე საკომისიოებისა და სხვა მსგავსი ანგარიშსწორების სერვისების სანაცვლოდ.
სოლანას მზარდი მოთხოვნა ხაზს უსვამს მის ქსელში შექმნილი პროექტების აქტუალურობასა და კრიპტოს მზარდ მნიშვნელობას, ეს ყოველივე კი, ციფრულ აქტივს კრიპტო ბაზარზე მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცევს.
H2: რა არის Memecoin?
Memecoin-ები ისეთი ტიპის ციფრული აქტივები არიან, რომლებიც სახუმარო თემატიკაზე არიან შექმნილი და სხვადასხვა ბლოკჩეინ ქსელზე მუშაობენ. მიმები კი, ინტერნეტში გავრცელებული სახუმარო ფოტოებია, რომლებიც დროთა განმავლობაში გარკვეულ ინტერნეტ კულტურულ ფენომენად ჩამოყალიბდა ადამიანებში. მოკლედ, მიმ ქოინი სწორედ ამ ფოტოებთან დაკავშირებული ან მათი ინსპირაციით შექმნილი კრიპტოვალუტა არის.
ყველა ინტერნეტ მომხმარებელმა იცის ცნობილი Pepe, რომელიც სევდიანი ბაყაყია და კლასიკური მიმების ეპოქიდან არის. Pepe ქოინი კი, ის მიმქოინია რომელიც სწორედ ამ ფოტოს მოტივებზე შეიქმნა და დღეს ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ცნობილ მიმ ქოინებს შორის არის შიბა ინუ, ილონ მასკის საყვარელი კრიპტოვალუტა დოჯქოინი და ბოლო ხანებში პოპულარული აქტივი - Dogwifhat.
გარდა იმისა, რომ მიმქოინები სატირული და სახუმარო ხასიათით გამოირჩევიან, მათ ასევე დიდი საინვესტიციო პოტენციალიც აქვთ. ამგვარი აქტივების მთავარი დამახასიათებელი ნიშა დროის მოკლე მონაკვეთში სწრაფი პროცენტული ზრდაა.
ბოლო ხანებში ყველაზე პოპულარული ტიპის Memecoin-ები კი, სოლანას ბლოკჩეინზე დაფუძნებული ციფრული აქტივებია და სწორედ სოლანას მიუძღვის დიდი როლი ამ კულტურის ჩამოყალიბებასა და აღზევებაში.
H3: რა ხდება ტვიტერზე სოლანას ირგვლივ?
როგორც ვახსენეთ, ბოლო დროს ტვიტერზე განსაკუთრებული ხმაური წარმოიქმნა სოლანას ირგვლივ არსებულ პროექტებზე. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ პროექტი მნიშვნელოვანი უპირატესობებით გამოირჩევა, როგორც ბიზნესებისთვის, ისე ინდივიდუალური მომხმარებლებისათვის - სიიაფე, სისწრაფე და უსაფრთხოება.
წინასწარი გაყიდვები ანუ Pre-Sale-ები კი პროექტებისათვის ფულის ასაგროვებლად გამოცდილ და კარგ მეთოდად გადაიქცა. ამ პროექტების ავტორები პოტენციურ მომხმარებლებს სთავაზობენ ტოკენების ადრეულ ეტაპზე უფრო იაფად ყიდვას იმ პირობით, რომ კრიპტოს ფასი მომავალში გაცილებით მეტი იქნება. FOMO-ს გათვალისწინებით კი, ამგვარი შანსის გაშვება ბევრ ადამიანს არ უნდა.
ერთი ასეთი კარგი მაგალითი Lucky Boo Token არის. პროექტის ირგვლივ ტვიტერზე დიდი გამოხმაურება იყო, რადგან მომხმარებლებს წინასწარი გაყიდვები შესთავაზეს და შედეგმაც არ დააყოვნა - კრიპტო უამრავმა ადამიანმა შეიძინა. შემქმნელების გეგმის მიხედვით, ტოკენების 45% მარკეტინგული მიზნებისათვის გაიხარჯა.
თუმცა, ტვიტერზე გაცილებით კარგი მაგალითებიც გვხვდება იმ მოვლენების, რომლებიც ბოლო ხანებში სოლანას ირგვლივ ტრიალებს. ტვიტერის ორმა ანგარიშმა პოსტის მეშვეობით დაფინანსების მოკრება მოინდომა და მომხმარებლებს წინასწარი გაყიდვები შესთავაზა. საბოლოოდ ორივე ანგარიშმა $35-35 მილიონი მოაგროვეს. ერთ-ერთმა ანგარიშმა მოგვიანებით დატვიტა, რომ მეტი თანხა საჭირო აღარ იყო, პროექტის გასაშვებად საკმარისი სახსრები მოგროვდა და ადამიანებს ფულის ან კრიპტოს ჩარიცხვა შეეწყვიტათ, ხოლო მეორე ანგარიშმა საკუთარი ტვიტი წაშლა და მომხმარებლის აქტივებთან ერთად გაუჩინარდა.
H2: კრიპტოს ყიდვა მარტივად და სწრაფად
კრიპტოს ყიდვა დამწყებთათვისაც და გამოცდილი თრეიდერებისათვის ერთნაირად მარტივი და ხელმისაწვდომია კრიპტო ბირჟების დახმარებით.
ქართულ კრიპტო ბაზარზე უამრავი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბირჟები არიან წარმოდგენილი - Cryptal, Mycoins, Coinmania, Binance და ა.შ.
ჩამოთვლილი კრიპტო ბირჟებიდან არჩევანს კრიპტალზე შევაჩერებთ, რადგან აქ კრიპტოს ყიდვა სიმარტივეს, დაბალ საკომისიოებსა და უსაფრთხოებას უკავშირდება.
კრიპტალზე სასურველი კრიპტოვალუტა და ჩვენს შემთხვევაში სოლანა, შეგიძლია ორი გზით შეიძინო:
- კონვერტაცია - კრიპტოს ყიდვა რამოდენიმე წამში
- Spot ბირჟა - სოლანა საუკეთესო ფასად
თუკი კრიპტოს ყიდვა გინდა მარტივად და მომენტალურად, ყოველგვარი ლოდინისა და ზედმეტი პროცედურების გარეშე, მაშინ კონვერტაცია საშენო გზაა.
ეს მეთოდი განკუთვნილია იმ ადამიანებისათვის, ვისაც კრიპტოვალუტა მომენტალურად, რამოდენიმე წამში უნდათ რომ იყიდონ. გარდა ამისა, კონვერტაციის გამოყენება რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კრიპტოს ყიდვის გამოცდილება საერთოდ არ აქვთ და ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს დგამენ.
H3: რა უპირატესობები აქვს კრიპტოვალუტა სოლანას?
- სწრაფი ტრანზაქციები - როგორც უკვე ვახსენეთ, სოლანას ბლოკჩეინს შეუძლია უამრავი ტრანზაქცია, წამში ათასობით, უსწრაფესად გაატაროს. გაცილებით ჩქარა, ვიდრე ეს ისეთ “ძველ სისტემებს” შეუძლიათ, როგორიც მაგალითად ბიტკოინი, ეთერიუმი ან სხვა პოპულარული ქსელია.
- დაბალი საკომისიოები - სოლანას გამოყენებით გადარიცხვების განხორციელება ბევრად უფრო დაბალ საკომისიოებს უკავშირდება, ვიდრე სხვა ნებისმიერი ქსელის გამოყენებით. ეს კი, უამრავი ადამიანისა და ბიზნესისთვის მიმზიდველი პერსპექტივაა.
- ენერგო ეფექტურობა - სოლანას ბლოკჩეინი ახლებური ტექნოლოგიით მუშაობს, რაც გაცილებით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და შესაბამისად უსაფრთხოა ბუნებისათვის.
- მოქნილობა - ის იმგვარად არის დაპროგრამებული, რომ დეველოპერებისათვის მოქნილია შექმნან სხვადასხვა აპლიკაციები. მოქნილობა კი, ხელს უწყობს მრავალფეროვანი და საჭირო აპლიკაციების შექმნას.
- უსაფრთხოება - ციფრულ სამყაროსა და კრიპტო ინდუსტრიაში უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სოლანა არის თანამედროვე ციფრული კრიპტოვალუტა, რომელიც გამოირჩევა ყველა იმ უსაფრთხოების ნორმებით, რომელიც ყველა ქსელს მოეთხოვება.