ცნობილია, ვის აქვს საქართველო 9 600 ლარზე მაღალი ხელფასი
ოქტომბერში გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა რომლებიც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ. ამის შესახებ PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერშია აღნიშნული.
პუბლიკაციის მიხედვით, ამ კატეგორიამ დასაქმებულების 2.5% შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
ასევე გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს და 29.3%-ს შეადგენდა. ეს 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
კლებაა 600 ლარამდე ხელფასის მქონეთა რაოდენობაში და 14.8%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.7 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.