პულსიც აღარ ესინჯება, რასაც წლები ვაშენებდით, ახლა ეგ ყველაფერი ინგრევა - ცოტნე ჯაფარიძე

18-01-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

"ტურიზმს პულსიც აღარ ესინჯება, რასაც წლები ვაშენებდით, ახლა ეგ ყველაფერი ინგრევა,“ - ამის შესახებ „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ თავისუფალი ბიზნესების პლატფორმის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„მთლიანად ეკონომიკა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, თუ დავკონკრეტდებით და ტურიზმზე ვილაპარაკებთ, ტურიზმს საერთოდ პულსიც აღარ ესინჯება, ისეთ მდგომარეობაში ვართ.

რაც შეეხება მოლოდინებს, სიტუაცია რა თქმა უნდა კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან იმ ქვეყანაში, რომლის ხელისუფლების უმაღლესი პირებიც არიან დასანქცირებული, ჩამოსვლისგან თავს შეიკავებენ ისეთი მაღალმხარჯველი ტურისტები, რომლებიც გამოირჩევიან იმით, რომ ეკონომიკაში შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი. ზოგადად, რასაც წლები ვაშენებდით, ეგ ყველაფერი ახლა ინგრევა,“ - აღნიშნა ჯაფარიძემ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები