კვლევა - სმარტფონების რადიაციას გავლენა სპერმის ხარისხზე აქვთ

05-11-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

მობილური ტელეფონის რადიაციასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა მუდამ იყო. არსებობდა მოსაზრება, რომ ტელეფონის გამოსხივებას ადამიანის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე აქვს გავლენა.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ჟენევის უნივერსტიტეტის კვლევა. როგორც ირკვევა, მეცნიერებმა 2,000-ზე მეტი მამაკაცი გამოიკვლიეს და დადგინდა, რომ სპერმის რაოდენობისა და ხარისხის შემცირება მობილური ტელეფონის ხშირ გამოყენებასთან იყო დაკავშირებული.

კვლევით დადგინდა, რომ ადამიანებს, რომლებიც ნაკლებად იყენებდნენ ტელეფონს, ნაკლები უარყოფითი გავლენა ჰქონდათ რეპროდუქციულ სისტემაზე.

მეცნიერები ამ მიმართულებით კვლევის გაგრძელებას გეგმავენ.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები