საბჭოთა კოსმოსური აპარატი დედამიწაზე ჩამოვარდა - არის თუ არა მსხვერპლი?
ინდოეთის ოკეანეში დაახლოებით ნახევარი ტონა წონის მქონე საბჭოთა კოსმოსური აპარატის ნაწილი ჩამოვარდა.
ეს არის "კოსმოს-482"-ის სადესანტო მოდული, რომელიც 1972 წელს ვენერაზე გასაშვებად იყო განკუთვნილი, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია და დედამიწის ორბიტაზე დარჩა.
მოწყობილობა იმ დროისთვის მოქმედი ავტომატური გაფრთხილების სისტემის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, რომელიც პოტენციური საფრთხის მქონე ობიექტების მოძრაობას აკვირდებოდა.
ექსპერტების შეფასებით, მის ჩამოვარდნას 8-14 მაისის შუალედში ელოდნენ და გარკვეული რისკი არსებობდა, რომ ნამსხვრევები შესაძლოა დასახლებულ ადგილას მოხვედრილიყო.
საბედნიეროდ, მოწყობილობა ოკეანეში ჩავარდა და უსაფრთხოების მხრივ რაიმე ინციდენტი არ დაფიქსირებულა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები