სენაკში 840 წლის ჭადრის ისტორია დასრულდა
სენაკში ძლიერი ქარის შედეგად უნიკალური, საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი 840 წლის ჭადრის ხე წაიქცა. ხის წაქცევამ დროებით სატრანსპორტო გზა ჩახერგა და გადაადგილება გაართულა.
ეს გამორჩეული ხე მრავალწლიან ისტორიას ატარებდა და ადგილობრივებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.
მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელდა გამოხმაურებები – ადგილობრივი გვერდი "სენაკის ქრონიკა" წერს: ძველი სენაკი 840 წლის ჭადრის ისტორია დასრულდა".
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები