ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა საზოგადოებას მიმართავს

07-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

ბათუმში 15 წლის მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის მოძებნის პროცესს მესამე თვეა არ წყდება. ბიჭი 16 იანვარს, საღამოს 22:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა და მას შემდეგ მისი კვალი არ ჩანს.

გაუჩინარებული მოზარდის დედა, ნათია დიაკვნიშვილი, სოციალურ ქსელში მორიგი ემოციური პოსტით მიმართავს საზოგადოებას. მისი თქმით, ოჯახისთვის ბედნიერება მხოლოდ შვილის დაბრუნებით არის შესაძლებელი:

"ბედნიერებისთვის, ჩემი 3 ცალის გასამება მჭირდება, უფალო...", - წერს ის.

ოჯახი და სამართალდამცველები კვლავ აგრძელებენ აქტიურ ძებნას, თუმცა ამ დრომდე ალექსანდრეს ადგილსამყოფელი უცნობია.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები