კრიშტიანუ რონალდუმ Youtube არხი გახსნა და რეკორდი დაამყარა
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ 21 ივნისს ვიდეოსერვისზე YouTube საკუთარი არხი გახსნა და რეკორდი დაამყარა.
პირველი 100 ათასი გამომწერის მოსაგროვებლად მას მხოლოდ 55 წუთი დასჭირდა, რაც ვიდეოსერვისის ისტორიაში საუკეთესო დასაწყისია.
უკვე 1,5 საათში კი პორტუგალიელი ფეხბურთელის გამომწერების რაოდენობამ მილიონს მიაღწია.
მალევე, რონალდუმ გამომწერთა რაოდენობით ლიონელ მესისაც გაუსწრო, რომელსაც Youtube არხი უკვე 12 წელია აქვს.
ამ დროისთვის რონალდუს არხის გამომწერთა რაოდენობა 30 მილიონს აჭარბებს.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები