ოქროს ბურთის სია განახლდა - კვარაცხელიას შანსები გასაოცრად გაიზარდა!
როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-მ ინტერი 5:0 გაანადგურა, რაც სეზონის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან გამარჯვებად იქცა.
ფინალის შემდეგ საფეხბურთო გამოცემა Planetfootball-მა ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა – სიაში ჩვენთვის ყველაზე სასიხარულო ცვლილება მოხდა:
ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც წინა რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებდა, ახლა უკვე მესამე პოზიციაზეა!
მისი პროგრესი შთამბეჭდავია და აშკარაა, რომ პსჟ-ში წარმატებული სეზონის შემდეგ ის უკვე ოქროს ბურთის რეალური პრეტენდენტია.
აი, განახლებული ტოპ 10:
- უსმან დემბელე (პსჟ)
- ლამინ იამალი (ბარსელონა)
- ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)
- მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
- რაფინია (ბარსელონა)
- დეზირე დუე (პსჟ)
- კილიან მბაპე (რეალი)
- პედრი (ბარსელონა)
- აშრაფ ჰაკიმი (პსჟ)
- სკოტ მაკტომინეი (ნაპოლი)
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები