სინამდვილეში, მატჩის შემდეგ ეს გავაკეთე - ლუის ენრიკე ფინალის მერე მომხდარ ინციდენტზე

14-07-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ლონდონის ჩელსიმ პარი სენ-ჟერმენი 3:0 დაამარცხა და სეზონი ტრიუმფით დაასრულა.

ბევრისთვის შედეგი მოულოდნელია, პსჟ აშკარა ფავორიტი იყო, მაგრამ ენცო მარესკას გუნდმა თითქოს, უძლეველი პარი სენ-ჟერმენი უბრალოდ უშანსოდ დატოვა.

მატჩის შემდეგ პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა. რა თქმა უნდა, მას საუბარი მოუწია ჟოაო პედროსთან მომხდარ ინციდენტზე:

"მატჩის ბოლოს ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა. ჩემი განზრახვა, როგორც ყოველთვის, ფეხბურთელების განცალკევება იყო, რათა შემდგომი პრობლემები არ წარმოშობილიყო. დიდი დაძაბულობა იყო, დავინახე, როგორ უბიძგებდა მარესკა ფეხბურთელებს, სხვები კი მას. ასეთი სიტუაციები თავიდან ყველამ უნდა ავიცილოთ. ჩემი მიზანი ფეხბურთელების დაშორება იყო, რათა მდგომარეობა არ დაძაბულიყო".


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები