სამხრეთ კორეაში რობოტმა ქარხანაში კაცი მოკლა

09-11-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

სამხრეთ კორეაში რობოტების მწარმოებელ კომპანიაში თანამშრომელი რობოტის ინსპექციისას გარდაიცვალა.

საქმე ისაა, რომ თანამშრომელი რობოტის სენსორებს ამოწმებდა, თუმცა რობოტს ადამიანი ბოსტნეულის ყუთში აერია და გაჭყლიტა. თანამშრომელი მალევე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს.

კორეული მედია იტყობინება, რომ რობოტის დანიშნულება ბოსტნეულის ყუთების აწევა და შესაბამის ადგილას დადგმაა, ხოლო თანამშრომელი მის სენსორებს ამოწმებდა.

აღსანიშნავია, რომ რობოტი 6 ნოემბერს უნდა გაეგზავნათ, მაგრამ სენსორების პრობლემების გამო მისმა გაგზავნის თარიღმა 2 დღით გადაიწია, საბოლოოდ კი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები