"მას ასევე უყვარს სარკაზმი“ - ილონ მასკმა ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი Grok წარადგინა

18-11-2023
გიორგი ზ.
Aa

ილონ მასკმა ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი, Grok წარადგინა. აღსანიშნავია, რომ X პლატფორმის გავლით, Grok-ს ინფორმაციაზე წვდომა რეალურ დროში აქვს, რაც მას დიდ უპირატესობას ანიჭებს სხვა მოდელებთან შედარებით.

ChatGPT-ის კონკურენტი, ტესტირების შემდეგ, ხელმისაწვდომი გახდება X-ის პრემიუმ პაკეტის მფლობელებისთვის.

"მას ასევე უყვარს სარკაზმი“, – ასე დაახასიათა თავად მასკმა ახალი გამოგონება.

კომპანიის თანამშრომლების თქმით, ჩატბოტის პასუხები გაჯერებული იქნება სარკასტული იუმორით.

Grok-ს ახალი ფუნქციები შემდეგი თვიდან დაემატება.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები