WhatsApp-ში ერთდროულად ორი ექაუნთის გამოყენება გახდა შესაძლებელი

18-11-2023
გიორგი ზ.
Aa

კომპანიამ WhatsApp ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომხმარებელს უამრავი სიახლე შესთავაზა. ის ახალ-ახალი ფუნქციებით გამუდმებით გვანებივრებს.

WhatsApp სასაუბროში ვიდეო შეტყობინებების ჩაწერის ფუნქციას დაამატებს

ამჯერად ცნობილი ხდება, რომ კომპანია Meta-ს კუთვნილ მესენჯერში WhatsApp ერთდროულად ორი ექაუნთის გამოყენება გახდა შესაძლებელი.

მეორე ექაუნთის შესაქმნელად მხოლოდ დამატებითი ტელეფონის ნომერი და SIM-ბარათი იქნება საჭირო.

აღსანიშნავია, რომ კონფიდენციალურობისა და შეტყობინებების პარამეტრების დაყენება თითოეული ანგარიშისთვის ცალკე არის შესაძლებელი.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები