სამხრეთ კორეა 6G ქსელს დაგეგმილზე ორი წლით ადრე ჩაუშვებს

29-04-2023
გიორგი ზ.
Aa

სამხრეთ კორეის ხელისუფლება ქვეყანაში მეექვსე თაობის (6G) ფიჭურ კომუნიკაციას სახელმწიფო გეგმა K-Network 2030-ით განსაზღვრულ ვადამდე ორი წლით ადრე, ანუ 2028 წელს ჩაუშვებს. ინფორმაციას სააგენტო Yonhap მეცნიერებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამჟამად ქვეყნის მთავრობა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ეტაპზეა, რომელიც 6G-ის კვლევა-განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტი 481,7 მლნ დოლარად არის შეფასებული.

სამინისტროს ცნობით, 6G-ის განვითარება და დანერგვა დაჩქარებულია მთავრობის სურვილით, რომ ქსელის ინფრასტრუქტურაში სამხრეთ კორეას მსოფლიო ლიდერის ტიტული შეუნარჩუნოს.

ამასთან, Yonhap-ის შეფასებით, 6G-ის დაჩქარებული ჩაშვება ხელს შეუწყობს ელექტრონული კომპონენტების მიწოდების ჯაჭვების აღდგენას და ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები