Microsoft-ი Windows 10-ზე მეტ განახლებას აღარ გამოუშვებს

29-04-2023
გიორგი ზ.
Aa

Microsoft აღარ შეიმუშავებს ძირითად განახლებებს თავისი ოპერაციული სისტემისთვის Windows 10, ნათქვამია კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„მიმდინარე ვერსია, 22H2, იქნება Windows 10-ის საბოლოო ვერსია“, - აცხადებენ კომპანიაში. თუმცა, Microsoft-ი სისტემის ტექნიკურ მხარდაჭერას 2025 წლის 14 ოქტომბრამდე გააგრძელებს.

Windows 10 2015 წელს გამოჩნდა, ამ სისტემის ბოლო ძირითადი განახლება გასული წლის ოქტომბერში მოხდა. 2021 წელს კომპანიამ ახალი ოპერაციული სისტემა Windows 11 გამოუშვა.

შეგახსენებთ, Microsoft-მა Windows 8.1-ის მხარდაჭერა იანვარში დაასრულა.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები