შოუ კუს ტბაზე - რა დაჯდება “NINAO”-ს ავტორის კონცერტზე დასწრება?“

07-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

ცნობილი ფრანგი სუპერვარსკვლავი GIMS პირველად წარდგება ქართველი აუდიტორიის წინაშე.

კონცერტი გაიმართება ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და საყვარელ ადგილას - კუს ტბაზე, რომელიც განსაკუთრებულ მუსიკალურ ღამეს უმასპინძლებს. ღონისძიება საერთაშორისო მასშტაბისაა და მუსიკის მოყვარულებისთვის დაუვიწყარ გამოცდილებას ჰპირდება.

GIMS-ის ჰიტი "NINAO" პლატფორმებზე არა მხოლოდ ვირუსულად გავრცელდა, არამედ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აჭარის პოპულარიზაციაში მსოფლიო მასშტაბით.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. შეზღუდული რაოდენობით ხელმისაწვდომია Early Bird ბილეთები მხოლოდ 100 ლარად.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები