დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა - რა მოხდა ახალციხის ბაგა-ბაღში?
ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა-ბაღში 2 წლის ბავშვის მოულოდნელმა გარდაცვალებამ საზოგადოება შეძრა. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი ჩაძინებული იყო, როდესაც აღმზრდელმა მისი გაღვიძება სცადა და უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა.
ბავშვი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. ექსპერტის თქმით, პირველადი დათვალიერებით ბავშვის სასუნთქ გზებში უცხო ნივთი არ აღმოჩნდა, თუმცა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი საბოლოო ექსპერტული დასკვნის საფუძველზე, დაახლოებით ერთი თვის ვადაში გახდება ცნობილი.
გარდაცვლილის ახლობლები ამტკიცებენ, რომ ბავშვი ჯანმრთელი იყო და რეგულარულად სტუმრობდა ბაღს, რომელშიც აღნიშნული ტრაგედია დატრიალდა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები