მეწყერი სოფელ ბაბილთან - მანქანა მიწის მასაში მოყვა, გადარჩნენ თუ არა მგზავრები?

05-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან, დილის საათებში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეწყდა.

შემთხვევის შედეგად ერთი ავტომობილი აღმოჩნდა მეწყერის მასაში მოქცეული. ავტომანქანაში მყოფმა ორმა პირმა ტრანსპორტიდან უსაფრთხოდ გამოსვლა მოახერხა, მათი ჯანმრთელობა საფრთხეში არ არის.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სტიქიის ადგილას იმყოფება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, ასევე ცენტრალური საავტომობილო დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

მოსალოდნელია, რომ გზის გახსნა და სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენა დღის ბოლომდე მოხერხდება.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები