სერიოზული ავარია ჯიხასკარში - არიან თუ არა დაშავებულები?
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხასკარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, ხოლო დანარჩენ სამს პირველადი დახმარება შემთხვევის ადგილზე გაუწიეს.
მომხდარის ადგილზე მობილიზებული იყო სამი სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
როგორც ცნობილია, ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის დაუდგენელია და მიმდინარეობს გამოძიება.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები