ზელენსკის განცხადებით, უკრაინა სულ მალე ოკუპანტების წინააღმდეგ კონტრშეტევას დაიწყებს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Wall Street Journal-თან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინა ოკუპანტების წინააღმდეგ კონტრშეტევის დასაწყებად მზად არის.
"ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ. არ ვიცი, რამდენი დრო დაგვჭირდება.
სიმართლე გითხრათ, ეს, შესაძლოა, ბევრი მიმართულებით წავიდეს, განსხვავებული მიმართულებით, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ და მზად ვართ", - განაცხადა მან.
აქამდე, როგორც გამოცემა The New York Times წერდა, უკრაინა კონტრშეტევის მაისში დასაწყებად ემზადებოდა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები