"ბიძინა ორშაბათს განაცხადებს, რომ ტერიტორიების დაბრუნება თუ უნდა, ეს უნდა გაკეთდეს", - რას წერს სალომე სამადაშვილი

27-04-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

29 აპრილს თბილისში ქართული ოცნება მასშტაბურ აქციას გეგმავს, რომელიც თავისი შინაარსით რუსული კანონის მხარდამჭერი აქცია იქნება.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი წერს, რომ ორშაბათს ივანიშვილი რუსული გეგმის მორიგ ნაბიჯს გადადგამს და დასავლეთზე უარს იტყვის:

"როგორც ჩანს, ივანიშვილი ორშაბათს რუსული გეგმის განხორციელების შემდეგ ეტაპზე გადავა-განაცხადებს, რომ ტერიტორიების დაბრუნება თუ უნდა საქართველოს, დასავლეთზე უარი უნდა განაცხადოს. 

საქართველოს დარჩენილი ტერიტორიების გადაბარების მისი ‘მშვიდობიანი’ გეგმა ესაა. 

დღეს არც 1921 წელია არაა, არც 2008…2024 წელს რუსეთი ჯარის გარეშე ცდილობს გააუქმოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა. 

ალბათ ის, რომ ვნების კვირაში გეგმავენ ქართული სახელმწიფოს ჯვარცმას, რაღაც განსაკუთრებულ სიმბოლიზმს ატარებს რუსების ცინიკურ ცნობიერებაში."


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები