მამუკა მდინარაძე: "ამის გამო აქციის ორგანიზატორებმა პარტნიორებს აუცილებლად უნდა მიმართონ"

08-05-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

მამუკა მდინარაძემ კანადაში არსებულ კანონზე უცხოელი აგენტების შესახებ ახალი პოსტი გამოაქვეყნა და აქციების ორგანიზატორებს კანადის გადარჩენისკენ მოუწოდა:

"ეს ძალიან ცუდი ამბავი რომ არ დაგვწეოდა, დღეს მეტი პოსტის დაწერას ნამდვილად აღარ ვაპირებდი.

კანადაში არა თუ უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლებს, არამედ პირდაპირ აგენტებს უწოდებენ!..

ვფიქრობ, აქციის ორგანიზატორებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ პარტნიორებს, რომ კანადა იხსნან გარდაუვალი გარუსებისგან! რა გამჭვირვალობა და საგარეო ჩარევები, ამისი გატარება ნამდვილად არ შეიძლება!'


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები