ნანუკა ჟორჟოლიანი: "ვიცნობ ხარებას, გპირდები, ამას გავაკეთებ"

15-05-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

სპეცრაზმი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მშვიდობიან მომიტინგეებს არბევს, "ხარებად" წოდებული თანამდებობის პირის განკარგულებაშა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი პოსტს აქვეყნებს:

"ჩემდა სამწუხაროდ მე ვიცნობ ბატონ ხარებას. ესენი რომ ნაცების დამთავრებაზე გვესაუბრებიან, ბატონი ხარება სოდის სპეცრაზმის უფროსი გახლდათ ამიტომ, მას პირადად მივმართავ. სპეცრაზმელები, რომ შენი შვილის ასაკის გოგოებს ნიღბებიდან შე ბ**ს ეძახიან, თმით ათრევენ, დედებს გვაგიგენებენ, სახეში დამიზნებით სპრეის გვასხამენ, შენი ბრძანებაა შე არასწორო კაცო. რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, ვიფიცებ დედის სულს, ყველა ამ ბავშვის ჯიბრს ვიყრი შენზე. ქვეყნიდან გაქცევა რომ არ შველის, შენ ყველაზე კარგად იცი!

მეგობრებო, მას შემდეგ , რაც არც მაგინეს, არც აგენტი მეძახეს, მომილოცეთ, რომ თავს პ***დ აღარ ვთვლი,, რადგან სპრეი შემასხეს”.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები