"რადგან ჩემთვის ბავშვები ხართ მაინც, ერთ რჩევას შემოგბედავთ", - გია ხუხაშვილი

18-05-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც სამოქმედო გეგმაზე საუბრობს აქციების მიმდინარეობისას:

“ჩვე­ნო სა­ა­მა­ყო ახალ­გაზ­რდე­ბო, ყვე­ლა­ფე­რი მომ­წონს, რა­საც და რო­გორც აკე­თებთ. მომ­წონს, რო­გო­რი პატ­რი­ო­ტე­ბი, ვაჟ­კა­ცე­ბი, ჭკვი­ა­ნე­ბი ხართ. რო­გორ ოს­ტა­ტუ­რად უმკლავ­დე­ბით ბო­რო­ტი მხე­ცე­ბის კლან­ჭებს და ქვე­წარ­მავ­ლე­ბის შხამს.

მიყ­ვარ­ხართ და მე­ა­მა­ყე­ბით. რად­გან ჩემ­თვის მა­ინც ბავ­შვე­ბი ხართ და მა­ინც ვშფო­თავ, ერთ რჩე­ვას შე­მოგ­ბე­დავთ: თქვენს წა­მო­წყე­ბულ ამ საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო ბრძო­ლა­ში სამ­შობ­ლოს გა­და­სარ­ჩე­ნად მამა არა, მაგ­რამ დედა ქუ­ჩა­შიც გჭირ­დე­ბათ.

ასე­თი დე­დო­ბა დღეს შე­უძ­ლია გა­გი­წი­ოთ პრე­ზი­დენ­ტმა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც თქვე­ნი და ჩვე­ნი გა­გე­ბით, ერ­თა­დერ­თი ლე­გი­ტი­მუ­რი ფი­გუ­რა დარ­ჩა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ თქვენ ამ ბრძო­ლას მო­ი­გებთ, მაგ­რამ იფიქ­რეთ იმა­ზე, რომ გა­მარ­ჯვე­ბის ხა­ვერ­დო­ვან გა­ფორ­მე­ბას სჭირ­დე­ბა ლე­გი­ტი­მუ­რი ფი­გუ­რა, რო­მე­ლიც ამა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

მი­დით, და­ე­ლა­პა­რა­კეთ. მგო­ნია, რომ და­მაგ­ვირ­გვი­ნე­ბელ მო­მენ­ტში ეს ძა­ლი­ან გა­მო­გად­გე­ბათ…”


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები