"მანქანიდან პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა გამოექანა, მერე მეორე, ჰაერში ვისროლე", ზურა ჯაფარიძე
უკვე რამდენიმე დღეა, პოლიტიკურად აქტიურ ოპოზოციონერებს მოძალადე ჯგუფები უსაფრდებიან და ფიზიკურად უპირისპირდებიან - ამის მსხვერპლნი უკვე გახდნენ გია ჯაფარიძე, ნოდარ ჩაჩანიძე, ბორის ყურუა და დიმიტრი ჩიქოვანი.
როგორც ირკვევა, უკვე მეორეჯერ, თუმცა წარუმატებლად ჩაუსაფრდნენ ზურა ჯაფარიძეს, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღი ჰაერშ გაისროლა:
"მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით
გირჩი ტვ-დან გამოვედი, მანქანა განათლების სამინისტროს წინ მყავდა დაპარკინგებული
ამ ფოტოზე რომ მანქანაა, მაგას როგორც კი ჩავუარე, გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემსკენ
ასევე გაიღო მანქანის მეორე კარიც და მეორე ვირთხაც აპირებდა გადმოსვლას
ჰაერში ვისროლე და დავემუქრე
პირველი ვირთხა ისე სწრაფად გაიქცა, ვერ დავინახე სად შეძვრა
ეს მერსედესი ადგილზე დაბუქსავდა და სწრაფად დაეშვა მიწისქვეშა გვირაბში
ბევრი მოწმე იყო გარშემო, დაადასტურებენ რასაც ვწერ თუ საჭირო გახდა
ქართული ოცნება / Georgian Dream თქვენი შეშინებულის დედას შევე*ი"