"იმედი არ იქონიოთ, რომ ამ თამაშში შემოვალ", - ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ ირაკლი კობახიძის ბრიფინგის შემდეგ საპასუხო განცხადება გააკეთა და ქართული ოცნების ნაბიჯები კვლავ დაგმო.
მისი თქმით, არ აპირებს ქართული ოცნების თამაშში შესვლას კანონის გაპატიოსნებასთან დაკავშირებით:
"ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები, ვითომ სერიოზულები, მაღალი IQ-თი, ითვლიან და ვეღარ ითვლიან, რამდენი ადამიანი იყო აქციაზე.
ეს კანონიც, თქვენივე ქმედებებიც, სიტყვებიც, ძალადობაც საზოგადოებაზე არის რუსული.
მივმართავ სამართალდამცავ სტრუქტურებს: არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება.
იმედი ნუ გექნებათ, რომ მე შევალ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს [რუსული] კანონი... იფიქრეთ თქვენ და იყავით...", - განაცხადა მან.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები