“100%-იან გარანტიას გაძლევთ, რომ ეს წერილი ივანიშვილის მიერაა დაწერილი” – ხიდაშელი

03-05-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ტვ პირველის ეთერში თინა ხიდაშელი ამბობს, რომ დიმიტრი ხუნდაძის მიერ დაწერილი წერილი ურსულა ფონ ლაიენის მისამართით სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილმა დაწერა.

ხიდაშელის თქმით, ეს ყველაფერი გამორიცხულია იყოს რაიმე სხვა, გარდა ივანიშვილის გონების შედეგისა:

"ის ბოდვა, რაც იყო ურსულა ფონდერ ლაიენის ხუნდაძის მიერ გაგზავნილ წერილში და ეს, კობახიძის მიერ გაგზავნილ წერილშია, გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, 100%-იან გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ორივე წერილი უშუალოდ ივანიშვილის მიერაა დაწერილი.

იმიტომ, რომ ყველა სიტყვა და რაღაცა გაყიდვების კასკადი, რომ თურმე მთელი სამყარო ზის და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ შეუქმნას ივანიშვილს პრობლემები, ეს არის მხოლოდ ივანიშვილის გონების შედეგი. ეს მისი სიტყვები და მისი ფილოსოფიაა”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში, გადაცემა “დღის ამბებში”.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები