„გადატრიალებები, „მეიდანები“, ავღანური გაზაფხულები, „დემოკრატიის შუქურები“ მორჩა! ახლა... - რას წერს გოგა ხაინდრავა

03-05-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა განცხადებას ავრცელებს.

"გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ და ამერიკის ელჩმა საქართველოში ქ-მა დენიგანმა, ერთი მეორის მიყოლებით შეშფოთება და აღშფოთება გამოთქვეს თბილისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. პირველ რიგში „მშვიდობიანი მომიტინგეების“ მიმართ პოლიციის მხრიდან თითქოსდა გადამეტებული ძალის გამოყენების გამო. ანუ, ის რომ ქართველი პოლიციელები, შიდა პერიმეტრზე გამაგრებულები, იცავდნენ იმ მომენტისთვის საქართველოს პარლამენტის ცარიელ შენობას, ვანდალებისგან, რომლებიც ცეცხლით და მახვილით, მთელი ღამის განმავლობაში უტევდნენ, ძალადობდნენ, აგინებდნენ, შეურაცხყოფდნენ, ქვებს და ბოთლებს ესროდნენ სამართალდამცველებს, რაც მთელმა საქართველომ და მსოფლიომ პირდაპირ ეთერში იხილა, ნუ იტყვი და ეს ამერიკელი ჩინოვნიკებისთვის მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ შემაშფოთებელი ძალადობა ყოფილა. და ეს მაშინ, როდესაც იმავე დღეს, ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის სივრცეში მიმდინარე სტუდენტების მშვიდობიან საპროტესტო აქციის მონაწილეებზე ამერიკული პოლიციის მიერ შტურმი იყო განხორციელებული. რობოკოპები სცემდნენ, არბევდნენ, სასტიკად უსწორდებოდნენ ახალგაზრდებს. შეანგრიეს კამპუსის ფანჯრები და კარები. დააპატიმრეს 300 სტუდენტი.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ნიუ-იორკის მერი ადამსი, სხვადასხვა დონის ჩინოვნიკები აღფრთოვანებით შეხვდნენ პოლიციის მხრიდან ამერიკული დემოკრატიის დაცვის ამ სამაგალითო გამოვლინების ფაქტს! ერთხმად დაგმეს სტუდენტების საქციელი!

ცხადია მსგავსი განცდა ამ ფაქტზე ექნებოდათ თეთრი სახლის პრესსპიკერს მეთიუ მილერს, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორ კირბის და ელჩ დენიგანს. რადგან იქ ამერიკაში, დემოკრატიის მექაში! სტუდენტების მხრიდან გამოხატვის უფლების, რობოკოპების მიერ აღკვეთა და ბარბაროსული დარბევა, წესრიგის აღდგენა და ლიბერალური დემოკრატიის ზეიმია! აქ კი, მათთვის ვასალურ ჯორჯიაში! ქართული პოლიციის მიერ, უმაღლესი ევროპული, პროფესიონალური სტანდარტით მოქმედება, ფარისეველი ამერიკელი ჩინოვნიკების და მათ მიერ იღლიის ქვეშ ამოდებული, ევროკავშირის მექრთამე დეპუტატების მიერ, ქართული პოლიციის წინააღმდეგ წარმოებული ბინძური კამპანიის საბაბია!

პროტესტის პირობებში სტუდენტების ბრუტალურად ცემა და გარეთ გამოყრა მეორე ხარისხოვანი ხდება იმ უმძიმესი, დამაშანტაჟებელი და მასტიგმატიზირებელი განცხადებების ფონზე, რომელიც ამერიკის უმაღლესი თანამდებობის პირებმა გააკეთეს! მათი პრინციპული განცხადებით, ფანჯრების ჩამტვრევის და გარკვეული საგნების დაზიანების გამო, აღარ უნდა დაფინანსდნენ პროტესტში ჩართული სტუდენტების უმივერსიტეტები, მეორე მხრივ კი, თავად ისინი მომავალში სამსახურში არავინ უნდა მიიღოს!აი ეს მივიღეთ ერთ დროს ყველასთვის მისაბაძი ამერიკული დემოკრატიისგან - ახალი ტიპის ფსევდოდემოკრატია, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების განულებული ღირებულებებით. ჩვენთვის დემოკრატიის სწავლების ამბიციის მქონე ამერიკელებმა, ნაციონალური მოძრაობის სახით, 2003 წელს ერთხელ უკვე შემოგვიტანეთ “დემოკრატია” და ქვეყანაში სადისტური რეჟიმის დამყარებას შეუწყვეთ ხელი. დღეს, ამერიკაშიც იმავე ტიპის “დემოკრატიული” წესები მოქმედებს და კიდევ ერთხელ გსურთ ჩვენს ქვეყანასაც მოახვიოთ თავს, მაგრამ ეს მეორედ ვეღარ მოხდება! ამას აღარავინ დაუშვებს!სწორედ ამის სურვილის გამოვლინებაა, რომ ყოველდღიურად შფოთავთ, დღეში 2-3 განცხადებას აკეთებთ, აკერმანის რეკრუტირებულ 300-400 ბავშვს აგულიანებთ, დარბიან ეს ჭინკებიც და ანგრევენ მთელ თბილისს. გირჩევნიათ საკუთარ პროტესტებს მიხედოთ, ყველანაირი დემოკრატიული სტანდარტის გარეშე ბრუტალურად რომ არბევთ სტუდენტებს!ყარს დანიის სამეფო, ჯერ კიდევ როდის გვაფრთხილებდა შექსპირი! მთელს მსოფლიოს მოედო შმორის სურნელი! გადატრიალებები, „მეიდანები“, ავღანური გაზაფხულები, ვენესუელაში თეთრი სახლიდან დანიშნული „პრეზიდენტები“, „დემოკრატიის შუქურები“ მორჩა! ჩაბარდა ისტორიას კოლონიალიზმი! XXI საუკუნეა! გამოფხიზლდით! დღევანდელ მსოფლიოს სჭირდება პარტნიორობა და არა ბატონყმობა! ყურადიღეთ საფრანგეთის აფრიკული გამოცდილება! ეს პროცესის მხოლოდ დასაწყისია! სხვათა შორის მისტერ მილერ, მისტერ კირბი და მისს დენიგან, ხომ არ გინახავთ გუშინ როგორ პირუტყვებივით ექცეოდა საფრანგეთის პოლიცია დემონსტრანტებს, რა სისასტიკით სცემდნენ, ძაღლებს უქსევდნენ ადამიანებს, ხელკეტებით ცხვირ-პირს უმტვრევდნენ!? არ გაშფოთებთ და არ აღგაშფოთებთ საფრანგეთში ევროპულ და დემოკრატიულ ფასეულობებთან მსგავსი შეუსაბამო ქმედებები, იქნებ მოგვახსენოთ თქვენი აზრი უახლოეს ბრიფინგზე თეთრ სახლში ან თუნდაც განცხადებების სახით. როგორც თქვენ გაღელვებთ საქართველოში, ესე ჩვენ გვაღელვებს დემოკრატიის ხარისხი ევროპაში და ამერიკაში, რადგან კონსტიტუციით გვაქვს გაცხადებული ევროპული კურსი და ნატოს წევრობა. ხომ უნდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ და პირველ რიგში, ამჟამად თბილისის ქუჩებიდან „შიგ ევროპაში“, ნაციონალური მოძრაობის თაოსნობით დაძრულმა, თქვენი ფინანსური მოწყალების შედეგად აკერმანულად დატრენინგებულმა Gen Z-ი სადო-საძმომ, რა ელოდება იქ, ლიბერალურ, ლგბტ, უსარწმუნოებო, ამჟამინდელი დასავლური ფსევდო ღირებულებებით გაცისკროვნებულ სამყაროში.და ბოლოს, უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონს ჩვენ აუცილებლად მივიღებთ, რადგან, როგორც თქვენმა სტრატეგიულმა პარტნიორობამ, რუსულ-ამერიკულმა FARA-ს კანონმა და ევროკომისიის დირექტივამ დაგვარწმუნა, ის აუცილებლად სჭირდება ჩვენ ქვეყანას, რომ სამომავლოდ თავიდან ავიცილოთ უცხოური აგენტურის სიჭარბე და თქვენ მიერ დაგეგმილი და მათ მიერ განხორციელებული შემოტევის მცდელობები ჩვენ სახელმწიფოებრიობაზე და სუვერენიტეტზე! ლგბტ პროპაგანდისგანაც ავარიდებთ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს! და ყველა თაობა ერთად დავიცავთ ჩვენს მამულს, ენას და სარწმუნოებას!საქართველო დღეს შემდგარი, სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოა. თქვენგან განსხვავებით არა ყალბ და დეგრადირებულ, არამედ ტრადიციულ ევროპულ, ანუ ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანა. ევროპული ოჯახის, საუკუნოვანი, ერთგული და თავგანწირული გუშაგი და დამცველი! ჩვენ აუცილებლად გავწევრიანდებით ღირსეული ევროპელი ხალხების და ქვეყნების, თანამედროვე კავშირში! რადგან ქართველმა ხალხმა ეს დაიმსახურა თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავალზე ზრუნვით!", - წერს გიორგი ხაინდრავა.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები