"ამაზე დიდი ხილული სასწაული რაღა გინდათ, რაც ჯერ არ მიღებულმა კანონმა გააკეთა", - დიტო სამხარაძე

04-05-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ქართული ოცნების დეპუტატი დიტო სამხარაძე რუსული კანონის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია, რომელსაც სოციალურ ქსელში აგრესიული ხასიათის პოსტებითაც გამოხატავს.

ტელეკომპანია იმედთან საუბრისას სამხარაძე ამბობს, რომ ჯერ 2 მოსმენით მიღებულმა კანონმა ხილული სასწაული გააკეთა:

„ქართულზე გამოგვყვნენ – ხორუმი იცეკვეს; რწმენაზეც გამოგვყვნენ – სანთელი დაანთეს; ახლა კანონზეც უნდა დაფიქრდნენ და გამოგვყვნენ, ესეც ქართულია. არადა, სულ ორი მოსმენით გვაქვს მიღებული ჯერ და „ფრანკლინის კლუბი“, სირცხვილია, ტალღა და ასე შემდეგ, სანთლებს ანთებენ ქაშვეთში, მეტი ხილული სასწაული რა გინდა, რაც ჯერ კიდევ არმიღებულმა კანონმა გააკეთა.

მთავარია, რისი სარწმუნოება, სადაა ერთობაო – ხვალ არ დასცხონ უფროსებმა“, - განაცხადა მან.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები