"ჩემზე 26 წლით უფროსმა კაცმა, მოულოდნელად ხელი მთხოვა. ვუთხარი, საქართველოში ასეთი ქორწინება...", - მარინა ცხონდია

15-05-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

მარინა ცხონდია კვირის პალიტრასთან - ჩემი მომავალი მეუღლე ნავთობის მილების მწარმოებელი შვედური ფირმის პრეზიდენტი ულოფ აქსელი მოსკოვში გავიცანი. ამ კომპანიაში თარჯიმნად მიმიწვიეს. აქსელმა, ჩემზე 26 წლით უფროსმა კაცმა, მოულოდნელად ხელი მთხოვა. ვუთხარი, საქართველოში ასეთი ქორწინება არ არის მიღებული-მეთქი. რა გავაკეთო, რომ ეს "ნაკლი" გამოვასწოროო. არც დავფიქრებულვარ, ისე ვუთხარი, საფრანგეთში წასვლა მომიგვარე დედაჩემის დედასთან, რომელმაც 18 მოწვევა გამომიგზავნა და არ მიშვებენ-მეთქი.

არ მჯეროდა, თუ ამას მოახერხებდა, მაგრამ მალე პასპორტიც გამიკეთა, რაც მაშინ ძალიან ძნელი იყო - გადასახლებაში დაბადებულ ბავშვებს არქივში არ აღრიცხავდნენ.

წყარო: kvirispalitra.ge


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები