"მეც ვუერთდები მოწოდება არა რუსულ კანონს", - კახა კალაძე

03-05-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა გუშინ სოციალურ ქსელში ხელისუფლების მიერ ინიცირებული რუსული კანონი ღიად დაგმეს.

ამასთან დაკავშირებით ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავადაც უერთდება ამ მოწოდებას:

"მეც ვუერთდები მოწოდებას "არა რუსულ კანონს", რადგან ამ ქვეყანაში რუსული კანონი არ მიღებულა არასდროს და არც მიიღება. 

რაც შეეხება ამ ქართულ კანონს, ის იცავს ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს და აუცილებლად მივიღებთ", - განაცხადა მან.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები