“რატომ ექცევით საკუთარ მოსახლეობას ასე? ყველას გვიდევს ჯიბეში ასი ლარი - რა მისწერეს თბილისის მერს

27-04-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

სოციალურ ქსელში, თბილისის მერიის გვერდზე, მოქალაქე წერს:

როდიდან დაიწყეთ კორპუსის წინ ეზოებიდან მანქანების საჯარიმოზე გადაყვანა ღამის 12:00 სთ ზე ?

მე რაც იქ ვნახე ეს არის ყოვლად აუტანელი, მიუღებელი, ზოგს ბავშვი დარჩა გამოსაყვანი, 80 წლის კაცი როგორ გადაიხდის, ან რა იცის აპლიკაციის მოხმარება, რაც იქ გინება მიდის, რატომ ექცევით საკუთარ მოსახლეობას ასე? ისე ვხოვრობს ხალხი რომ ჯიბეში ყველას ედოს ასი ლარი? ან ვადაში გადაახდევინეთ, ისე არ ატანთ მანქანას…150 ლარი გადაყვანის და ამას ემატება ჯარიმა 50ლარი, გაგვაფრთხილეთ ნომერზე შეტყობინებით, ან ჯარიმა დაწერეთ მხოლოდ, ან კილომეტრაჟი განსაზღვრეთ 500 მეტრი და 10 კმ ერთიდაიგივე ფასი უნდა იყოს?


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები