,,ეს იმდენად მძიმე სცენარებია, რომ ამაზე ფიქრიც კი არ მინდა” – რას უყვება ,,ალიას” გია ხუხაშვილი

26-04-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

გია ხუხაშვილი ალიასთან:

–თუ ჩვენ ორიენტაცია ავიღეთ რუსეთის იმპერიისკენ, საითკენაც აშკარად მიდის ყველაფერი, მაშინ, ცხადია, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებენ. ევროპამ რაღაცით ხომ უნდა დაიცვას თავი. იმას ხომ ვერ დაუშვებს, რომ საქართველო გახდეს რუსებისთვის ტრანზიტული ქვეყანა, ერთგვარი „ტროას ცხენი“ ევროპაში შესაღწევად. შესაბამისად, რა თქმა უნდა, თუ ბიძინამ თავისი გაიტანა და აქ საზოგადოებამ ვერაფერი მოახერხა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებამდე კი არა, შეიძლება ქვეყნის იზოლაციამდეც მივიდეს ყველაფერი. იზოლაციისკენ პირველი ნაბიჯი კი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება კი არა, საერთოდ გაუქმება იქნება. ეს იმდენად მძიმე სცენარებია, რომ ამაზე ფიქრიც კი არ მინდა.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები