დავალებული ვარ, იმიტომ რომ უკვე ჩემს შვილთან დაკავშირებით... - გიული ალასანია

25-04-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ძალიან ბედნიერი ვარ ამ ფაქტით, იმიტომ რომ არ არის იოლი ამ ვრცელ სიაში მოხვედრა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა სტრასბურგში, სადაც ევროპარლამენტის სესიას ესწრებოდა.

„მე პირადად ამ დაწესებულებისგან ძალიან დავალებული ვარ, იმიტომ რომ უკვე რამდენი რეზოლუცია არის მიღებული პერსონალურად ჩემს შვილთან დაკავშირებით, მის თავისუფლებაზე“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს, რომელიც სავალდებულო ხასიათის არ არის, 425-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 25 წინააღმდეგი იყო, 30-მა კი თავი შეიკავა.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები