"ნუ სტრესავთ ბავშვებს", - ინგა მამუჩიშვილის რჩევა მშობლებს

30-11-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს ურჩევს, თავი შეიკავონ ხშირი ინვაზიური პროცედურებისგან, მით უფრო, პრევენციის მიზნით:

„მეგობრებო,დღეს ძალიან ტრენდული გახდა ლაბორატორიული კვლევების ჩატარება ბავშვებში,ისე,პრევენციულად,წელიწადში 4-5 ჯერ!!!! ნუ სტრესავთ ბავშვებს!!! არ არის საჭირო ექიმის გადაწყვეტილების გარეშე ამ ინვაზიური კვლევების ჩატარება!!! შეუთანხმდით ექიმს ყველა კონკრეტული გამოკვლევის წინ!!! საჭიროების მიხედვით მხოლოდ!!!

გაუფრთხილდით ბავშვის ნერვულ სისტემასაც და თქვენს ფინანსურ რესურსსაც!!! ტყვიას,ლითიუმს და სხვა მძიმე მეტალებსაც კი საზღვრავთ რამდენიმეჯერ წელიწადში…. მსოფლიო მოსახლეობის 10% იტანჯება იპოქონდრიით(დაავადებების შიშით) ესეც პანიკური აშლილობაა,რომელიც შეიძლება ჰიპერაპეკით და თქვენი ემოციური მდგომარეობით ბავშვებზეც გავრცელდეს!!! დიახ,ასეთი მშობლების შვილები(მოზარდები განსაკუთრებით) გიყურებენ თვალებში ვიზიტის დროს და ხშირად სვამენ კითხვას – მჭირს რამე??? აკონტროლეთ თქვენი ქცევა გთხოვთ“ – წერს ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები