მიმართვა - რას აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი

27-11-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa
მიმართვა - რას აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამინდის გაუარესების გამო მოქალაქეებს, განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონებში, სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

„საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარის, უხვი ნალექისა და შტორმის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მობილიზებული არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად და კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს. მოვუწოდებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონებში მყოფ მოქალაქეებს, შტორმისა და უამინდობის გამო თავი შეიკავონ სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები