რომელი ვირუსებია ქვეყანაში დომინანტური და როდის ელოდებიან პიკს სპეციალისტები

27-11-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით საგრძნობლად ნაკლები გრიპის დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც ირკვევა, 2022 წელთან შედარებით მიმდინარე წელს 4-ჯერ ნაკლები შემთხვევაა. ამ ეტაპზე საქართველოში დომინანტური რინო და ადენო ვირუსებია. 

მიუხედავად ამჟამად ნაკლები შემთხვევისა, სპეციალისტების პროგნოზით გრიპით დაავადებულთა რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება, პიკი კი იანვარშია მოსალოდნელი.

ექსპერტების განცხადებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინიაციისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბერი-ნოემბერი გახლავთ.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები