"ჩემი შვილების მამა მოძალადე არაა", - რას ამბობს კაბუს ყოფილი ცოლი

27-11-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

26 ნოემბერს ქალზე მუქარისა და ძალადობის ბრალდებით ცნობილი ქართველი რეპერი და მსახიობი, კახა აბუაშვილი (კაბუ) დაიჭირეს. 

აღნიშნულს სოციალური ქსელის მეშვეობით მსახიობის ახლობლები და მეგობრები გამოეხმაურნენ, ხოლო ambebi.ge-სთან კომენტარი კაბუს ყოფილმა ცოლმაც გააკეთა:

"არა, არ მჯე­რა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ "კა­ბუს" არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია. ის მო­ძა­ლა­დე არ არის. სა­სა­ცი­ლოა, მა­რაზ­მია ეს ყვე­ლა­ფე­რი, ჩემი შვილების მამა მოძალადე არ გახლავთ", - განაცხადა ანუკა გიორგელაშვილმა.

სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადება მისმა მეგობარმა, ლელუკა თელიამაც გააკეთა:

"რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, მეც ის ვიცი. ერთი წა­მი­თაც არ მჯე­რა, რაც იწე­რე­ბა, გა­მო­რი­ცხუ­ლია. "კა­ბუს" ყვე­ლა მე­გო­ბა­რი ამ აზ­რზეა - მის­გან ძა­ლა­დო­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია. რა იგუ­ლის­ხმე­ბა, ესეც არ არის და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი. სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნაო, ეგეც გა­მო­რი­ცხუ­ლია. ბოლო დროს არ მქო­ნია ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ის ძა­ლი­ან გა­ლან­ტუ­რი ადა­მი­ა­ნია და ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას არა­სო­დეს ეშ­ლე­ბო­და."


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები