„საუკუნის შტორმია შავ ზღვაზე ყირიმთან…ამ შტორმს შავ ზღვაში გაფანტული ნაღმების ამოძრავებაც შეუძლია“ – ზურაბ ბატიაშვილი
როგორც ირკვევა, ამ წუთებში ყირიმში შავი ზღვის აუზში საუკუნის ყველაზე დიდი შტორმია - ტალღების სიმაღლე 9 მეტრს ცდება.
ამასთან დაკავშირებით ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს:
"როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ წუთებში საუკუნის შტორმია შავ ზღვაზე ყირიმთან, სადაც ტალღების სიმაღლე 9 მეტრს აღწევს.
ცხადია, რომ ჩვენ სანაპიროებთანაც მოაღწევს.
ოღონდ, არ ვიცი, რა ძალის იქნება და რამე სახის პრევენციულ ზომებს თუ იღებენ ჩვენთან.
სხვათაშორის, ამ შტორმს შავ ზღვაში გაფანტული ნაღმების ამოძრავებაც შეუძლია."
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები