საზღვარზე შემოტანილი 21.5 კგ ტონა კარტოფილი უკან გააბრუნეს - მიზეზი ცნობილია

24-11-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa
საზღვარზე შემოტანილი 21.5 კგ ტონა კარტოფილი უკან გააბრუნეს - მიზეზი ცნობილია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში სახელწოდებით „ლაგოდეხი“, ბელორუსის რესპუბლიკიდან მომავალი სასურსათო კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება გააჩერეს.

სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზით, 21,5 ტონა კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა, რის გამოც ის საზღვრიდან უკან გააბრუნეს.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 აპრილის N153 დადგენილების თანახმად, მსგავსი საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას ექვემდებარება, გამონაკლისი კი არც უვარგისი კარტოფილი ყოფილა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები