როგორ გამოეხმაურა მამარდაშვილი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციას - გიორგის განცხადება

23-11-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან სრულიად უმნიშვნელო შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც 21 მარტს ერთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრას გამოტოვებს.

როგორც ირკვევა, აღნიშნულზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ინფორმაცია არ ჰქონდათ, რამაც დასანანი შეცდომა გამოიწვია. 

გუნდის მთავარი ვარსკვლავის დისკვალიფიკაციას გიორგი მამარდაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა:

„დასანანი შეცდომა იქნა დაშვებული, რომელმაც, როგორც ფეხბურთელებს, აგრეთვე გულშემატკივარს ძალიან გული დაგვწყვიტა. ვფიქრობ, ამ ყველაფრის გამოსწორება მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ხვიჩას დანაკლისი, რა თქმა უნდა, უდიდესი იქნება პლეი-ოფის შეხვედრაში, მაგრამ თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ 21 მარტის თამაში წარმატებით დავასრულოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი თანაგუნდელებისთვის. ასევე, ჩვენი გუნდის წევრის შეცდომა ჩვენვე გამოვასწოროთ ერთიანობით. ყველას გელოდებით ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ისტორიულ შეხვედრაზე,“- დაწერა მამარდაშვილმა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები